ფეხბურთი

19:10 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" განცხადება: "ფლიკის ცალმხრივ კომუნიკაციას არ ვეთანხმებით"

მიუნხენის „ბაიერნის“ დირექტორთა საბჭომ ჰანს-დიტერ ფლიკს უპასუხა, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს. გერმანელ სპეციალისტს კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ მან უკვე თქვა, რომ ხელშეკრულებას გაწყვეტს.

ამ განცხადებას „ბაიერნი“ გამოეხმაურა და როგორც „რეკორდმაისტერის“ ვებგვერდი იტყობინება, ფლიკთან მათ სხვა შეთანხმება აქვთ მიღწეული:

„ჰანსი ფლიკმა წასვლის სურვილი გასულ კვირას გვამნცო, მაგრამ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყდა, რომ ფოკუსირება „ვოლფსბურგთან“, „ლევერკუზენთან“ და „მაინცთან“ მატჩებზე მოხდებოდა, რათა გუნდს სამი მნიშვნელოვანი მატჩის წინ კონცენტრაცია არ დაეკარგა. „ბაიერნი“ არ ეთანხმება ჰანსი ფლიკის ცალმხრივ კომუნიკაციას და მოლაპარაკებებს „მაინცთან“ შეხვედრის შემდეგ განაგრძობს, როგორც შევთანხმდით“, - წერს „ბაიერნის“ ვებგვერდი.

როგორც ხედავთ, კლუბის ბოსებსა და მწვრთნელს შორის სრული გაუგებრობაა. ჰანს-დიტერ ფლიკმა „რეკორდმაისტერი“ გასული სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა და გუნდს 6 ტიტული მოაგებინა, მაგრამ მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და გერმანიის თასს უკვე გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11504