რაგბი

13:13 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | აია 64:5 ლოკომოტივი

'აიამ’ ქუთაისში თბილისის ‘ლოკომოტივს’ 10 ლელო გაუტანა, 64:5 მოგებით ბონუს-ქულაც მიიღო და დიდი 10-ის ზედა ექვსეულში ერთი დღით დაკარგული პირველობა დაიბრუნა.

შესვენებამდე მასპინძლებმა ხუთი უპასუხო ლელო გაიტანეს, აქედან ოთხი ხელდახელ თამაშით და დერეფნიდან კარგი კომბინაციით. ლელოები გიორგი აბრამიძის, დავით კლდიაშვილის, სანდრო მამამთავრიშვილის და თემურ კოხოძეს ანგარიშზეა, ხოლო ლაშა შალიკაშვილმა ლელოთი მოლი დააგვირგვინა. გიორგი ბაბუნაშვილმა სამი გარდასახვა შეასრულა – 31:0.

მეორე ტაიმში ბაბუნაშვილმა ორი ლელო გაიტანა და კიდევ ოთხი გარდასახვა შეასრულა, რითაც ჯამში გუნდს 24 ქულა შესძინა. ქუთაისელთაგან ლელოები გაიტანეს ნოდარ ჭეიშვილმა, სანდრო ფურცხვანიძემ და ირაკლი სიმსივემ. ‘ლოკომოტივის’ ერთადერთი ლელო მეორე ტაიმის დასაწყისში ნიკა წივწივაძის ანგარიშზეა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სანდრო მამამთავრიშვილი გახდა. ‘აია’ 27 ქულით პირველ ადგილზე დაბრუნდა, ‘ლოკომოტივი’ კი 13 ქულით მეოთხეა და სამ-სამი ქულით უსწრებს ‘იუნკერებსა’ და ‘ყოჩებს’, რომელთაც ორი თამაშით ნაკლები აქვთ.

0.105961