რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში გროზნოს „ახმატმა“ „ხიმკი“ 3:1 დაამარცხა და ამ შეხვედრაში მასპინძელთა შემტევმა გიორგი მელქაძემ საოცარი გოლი გაიტანა.
მელქაძემ 65-ე წუთზე ბურთი მეტოქის საჯარიმოში ზუგრით მყოფმა მკერდით დაამუშავა და „მაკრატელა“ დარტყმით კარში ზუსტად გადაგზავნა, რითაც სეზონს ერთ-ერთი გამორჩეული გოლის ავტორი გახდა.