ფეხბურთი

11:34 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის ეფექტური საგოლე პასი უნგრეთში (+VIDEO)

უნგრეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში გიორგი ბერიძე საგოლე პასით გამოირჩა. ქართველი ფეხბურთელის „უიპეშტმა“ „მეზოკოვეშდი“ 3:0 დაამარცხა, ჩვენებურმა კი მორიგი კარგი თამაში ჩაატარა.

გიორგიმ შეუცვლელად ითამაშა და 43-ე წუთზე მიტროვიჩს გატანაში დაეხმარა. ისეთი პასი იყო, გოლს რომ უდრიდა... ზოგადად, ქართველ შემტევს მაგარი სეზონი აქვს - 15 გოლის გატანა მოასწრო - 9 ჩემპიონატში და 6 თასზე, სადაც მისი გუნდი ფინალშია გასული.

აქვე გეტყვით, რომ „უიპეშტი“ უნგრეთის ჩემპიონატში 29 ტურის თავზე 38 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115266