ფეხბურთი

10:27 | 18.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "სერენში" ოქროს ბუცით დააჯილდოვეს

„სერენის“ ქართველ ფორვარდ გიორგი მიქაუტაძეს კლუბში ოქროს ბუცი გადასცეს. ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ჯილდოც ამიტომ დაიმსახურა.

გარდა ამისა, 20 წლის ქართველმა შემტევმა სპეციალური პრიზიც მიიღო, მაისური, რომელზეც მისი გვარი ქართულ ენაზე აწერია.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე „სერენში“ იჯარით თამაშობს და მიმდინარე სეზონში 19 გოლი აქვს გატანილი. ის ფრანგული „მეცის“ საკუთრებაა და დიდი შანსია ზაფხულში საფრანგეთში დაბრუნდეს.

0.125817