უკრაინის პრემიერლიგის 22-ე ტურის მატჩში, უმაყურებლო „ოლიმპიისკიზე,“ კიევის „დინამომ“ დონეცკის „შახტარი“ 1:0 დაამარცხა და 55 ქულით კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშების ცხრილს. მის მდევარ „შახტარს“ ათი ქულით ნაკლები აქვს.
ერთადერთი გოლი 34-ე წუთზე კიეველთა 29 წლის ურუგვაელმა ნახევარმცველმა, კარლოს დე პენიამ გაიტანა პენლტით.
დონეცკელთა ქართველი მცველი, დათა ხოჭოლავა სათადარიგო იყო.