ფეხბურთი

22:45 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ „სიტის“ მოუგო და ინგლისის თასის ფინალში გავიდა

„უემბლის“ სტადიონზე, ინგლისის თასის ნახევარფინალში, „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც „ლესტერ“ – „საუთჰემპტონის“ გამარჯვებულს შეხვდება. მეორე ნახევარფინალიც „უემბლიზე“ გაიმართება 18 აპრილს. ფინალი კი 15 მაისს ჩატარდება, ცხადია, ისევ „უემბლიზე.“

ხსენებულ მატჩში კი ერთადერთი ბურთი 55-ე წუთზე ექს-აიაქსელმა, 28 წლის მაროკოელმა ჰაკიმ ზიეშმა გაიტანა, ტიმო ვერნერის გადაცემით.

0.132643