მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი, ჰანს-დიტერ ფლიკი, კლუბთან განშორების შესახებ ესაუბრა ჟურნალისტებს.
„დღეს გუნდს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ სეზონის დამთავრების შემდეგ, ზაფხულში, კლუბის დატოვებას ვაპირებ. ეს ფაქტია. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებს პირადად ჩემგან გაეგოთ ამის შესახებ. ხელმძღვანელობას ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, უკვე ვაუწყე ყველაფერი. მინდა კლუბს მადლობა გადავუხადო, ასეთი არაჩვეულებრივი გუნდის გაწვრთნის საშუალება რომ მომცა.“ - ციტირებს ფლიკის სიტყვებს Bayern & Germany-ს ოფიციალური ტვიტერის გვერდი.
შეგახსენებთ, რომ ფლიკმა „ბაიერნი“ 2019 წლის ნოემბერში ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით გუნდი გახდა გერმანიის ჩემპიონი, ქვეყნის თასის და სუპერთასის მფლობელი. მოიგო ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.