კალათბურთი

17:01 | 17.04.2021 | ნანახია 458 - ჯერ

თორნიკე შენგელიას სუპერთამაში VTB ლიგაში

VTB ლიგის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა „ლოკომოტივ ყუბანს“ დაუპირისპირდა და მოულოდნელად 94:103 დამარცხდა, თუმცა მოსკოველთა ქართველი კალათბურთელი თანაგუნდელებში ცალსახად საუკეთესო იყო.

თორნიკემ 29:42 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 15-დან 11 ორქულიანი და 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლა და სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჰქონდა.

მოსკოვის ცსკა VTB ლიგაში 16 გამარჯვებით და 7 მარცხით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა და მომდევნო ტურში 25 აპრილს, „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:19 | 10.06.2023
O. Mertskhali (8101)

ვავა მილან, ვავა.. ))

0.064274
458