ფეხბურთი

10:27 | 17.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ აბრამოვიჩს "ჩელსის" მწვრთნელობაზე უარი ექვსჯერ უთხრა

„მანჩესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ლონდონის „ჩელსისგან“ შეთავაზება ექვსჯერ ჰქონდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში რომან აბრამოვიჩს უარი უთხრა. ინფორმაცია The Athletic-ი ავრცელებს.

წყაროს თანახმად, გვარდიოლას აბრამოვიჩისგან პირველი წინადადება 2010 წელს ჰქონდა, როდესაც რუსი ოლიგარქი კარლო ანჩელოტის შემცვლელს ეძებდა, თუმცა უარი მიიღო. მეორე მცდელობა 2012 წელს ანდრე ვილაშ-ბოაშის გათავისუფლებას მოჰყვა. ასევე იყო შეთავაზება 2013 და 2016 წლებში, გარდა ამისა, ჟოზე მოუინიოს გუნდიდან წასვლის შემდეგაც.

თუმცა, The Athletic-ი იტყობინება, რომ გვარდიოლამ აბრამოვიჩი ყოველჯერზე უარით გაისტუმრა. როგორც გამოცემა წერს, ესპანელი „ჩელსიში“ მწვრთნელების ხშირი ცვლილებით არ იყო კმაყოფილი და ეს მიდგომა მისთვის უცხოა, ამიტომაც, მან ლონდონურ კლუბში მუშაობაზე თანხმობა ერთხელაც არ განაცხადა.

შეგახსენებთ, პეპ გვარდიოლა ინგლისის პრემიერლიგაში 2016 წლიდან მუშაობს და „მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელია.

0.129409