ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ სტუმრად რეგულარული სეზონის ლიდერ „იუტა ჯაზს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 111:119 დამარცხდა.
ძლიერ მეტოქესთან ქართველ ცენტრს ძალიან კარგი თამაში ჰქონდა. გოგამ 12:25 წუთში 13 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბითაძე შეტევაში დიდებული იყო: 2-დან 1 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ის სამჯერ დაჯარიმდა და როდესაც პარკეტზე იყო, იმ მონაკვეთში „პეისერსმა“ „ჯაზთან“ შედარებით 5 ქულით მეტი ჩააგდო.
„ინდიანაში“ დომანტას საბონისი გამოირჩა 22 ქულით, 15 მოხსნითა და 7 პასით, ხოლო „ჯაზმენთა“ რიგებში ბოიან ბოგდანოვიჩი იყო საუკეთესო, რომელმაც 24 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა, რუდი გობერმა კი 13 ქულას 23(!) მოხსნა შემატა.
„ინდიანა პეისერსი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 26 გამარჯვებით და 29 მარცხით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 18 აპრლს, სტუმრად „ატლანტა ჰოუკსთან“ გამართავს.