ინგლისის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" შემტევი ბუკაიო საკა გულშემატკივრებმა გამოკითხვის შედეგად ევროპა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
საკამ პრაღის "სლავიასთან" სტუმრად მოგებულ შეხვედრაში კარისკენ ორჯერ დაარტყა და ერთი გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში 19 წლის ბუკაიომ ყველა ტურნირზე 38 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა.