ფეხბურთი

11:46 | 16.04.2021 | ნანახია 585 - ჯერ

მოურინიო: "ქულებს რატომ ვკარგავთ ვიცი, მაგრამ არ გეტყვით"

ლონდონის „ტოტენჰემს“ წარუმატებელი სეზონი აქვს და განსაკუთრებით უჭირს თამაშის დროს მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება. პრემიერლიგის ბოლო ტურში „მანჩესტერთან“ „მამლები“ იგებდნენ, მაგრამ 1:3 წააგეს. ჟოზე მოურინიოს ჰკითხეს რა იყო ამის მიზეზი, რაზეც უპასუხა, რომ იცის მიზეზი, მაგრამ მის გამხელას არ აპირებს.

„ვიცი, რატომ მოხდა ეს. არსებობს დადებითი მხარე - გუნდი, რომელიც თამაშს კარგად იწყებს, პოზიტიური ნიშანია, მაგრამ გეთანხმებით იმაშიც, რომ როცა წინ ხარ და ქულებს კარგავ, იქ უარყოფითი მხარეებიცაა.

არ ვაპირებ მიზეზები, რის გამოც ეს მოხდა, აქ განვიხილო. შეიძლება ეს ჩვენი გუნდის მახასიათებლებთანაა დაკავშირებული, მაგრამ არ ვარ მზად განსახილველად. როდის ვიქნები მზად? ალბათ, არასდროს“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემი“ პრემიერლიგაში 49 ქულით მეშვიდე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება. მოურინიოს გუნდი დღეს ლივერპულის „ევერტონს“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:50 | 16.04.2021
baxt (1835)

მეც ვიცი მიზეზები, რატომაც ვეღარ დებენ ჟოზეს გუნდები შედეგებს. ერთი ის არის, რომ როდესაც ჟოზე გამოჩნდა ასპარეზზე ოციოდე წლის წინ, ის იყო ზემოტივირებული, იყო ,, მშიერი" გამარჯვებებზე და ასევე ფინასურად, ახლა კი ეს "შიმშილი“ დაკმაყოფილებული აქვს, მოიგო უამრავი ტიტული და ასევე, იშოვა ძალიან დიდი ფული, შესაბამისად მეტნაკლებად შემცირდა მისი მოტივაცია ფეხბურთში. მეორე მიზეზი კიდევ არის ის, რომ ადრე, ოცი წლის წინ მას ჰქონდა ბევრი ახალი იდეა, რაც მაშინ ნოვაცია იყო, თანდათან მისი ფეხბურთი შეისწავლეს, ახალი იდეები კი მას არა აქვს. კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ ადრე, სამწვრთნელო პიკზე ყოფნისას ჟოზეს ჰყავდა ასისტენტების კარგი გუნდი, რომლებიც ჟოზესთან ერთად ავსებდნენ ერთმანეთს, ფარავდნენ ერთმანეთის ნაკლოვანებებს, მაგალითად მის გუნდში იყო ასისტენტად ვილაშ ბოაში, როჯერსი და სხვები, რომლებმაც მერე დამოუკიდებელი მწვრთნელობა დაიწყეს, მართალია ისეთ დიდ წარმატებებს ცალკე ვერ მიაღწიეს, მაგრამ მოურინიოსთან ერთად ქმნიდნენ უძლიერეს სამწვრთნელო შტაბს, რომელსაც ყველა მეტოქე ყველა თამაშის წინ დეტალურად ჰყავდა გაშიფრული და კონტრთამაშის ელემენტები მომზადებული, რაც იძლეოდა შედეგს. ყველა ეს მიზეზი, ერთობლივად იწვევს იმას, რომ დღეს ჟოზე უკვე ჩვეულებრივი მწვრთნელია და უკვე მერამდენე გუნდში იმ მოლოდინს ვერ ამართლებს, რაც მისგან ჰქონდათ.

14:33 | 16.04.2021
Kobe Bean (21658)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=Om-wLUpC_VY')>0?'https://www.youtube.com/watch?v=Om-wLUpC_VY':'https://www.youtube.com/watch?v=Om-wLUpC_VY'))

0.117598