ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელ თემურ ქეცბაიას კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა საყვედური გამოუცხადა.
როგორც კვიპროსული მედია იტყობინება, „აპოელთან“ თასის ნახევარფინალური მატჩის დროს მან თავისი გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელსა და აგრეთვე ტელეტრანსლაციის რეჟისორს შეურაცხყოფა მიაყენა, რითაც რეგულაციის მე-4 მუხლი დაარღვია და საყვედური მიიღო.
ზოგადად, მიმდინარე სეზონში ქეცბაია მატჩების დროს მსგავსი ინციდენტისა და პრესკონფერენციის არასათანადოდ ჩატარების გამო ფულადი ჯარიმითაც არაერთხელ დასაჯეს.
„ანორთოსისმა“ „აპოელს“ თასის პირველი ნახევარფინალური შეხვედრა შინ 1:0 მოუგო, ხოლო საპასუხო მატჩი 21 აპრილს გაიმართება.