ფეხბურთი

22:41 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

უნგრეთის თასის ფინალში ქართული დუელი შედგება

უნგრეთის თასის ფინალში ქართული დუელი იქნება. გიორგი ბერიძის „უიპეშტს“, რომელამც ფინალის საგზური გუშინ 23 წლის ჩვენებურის ერთადერთი გოლით მოიპოვა, ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარიც“ შეუერთდა.

უნგრულმა გუნდმა ნახევარფინალში „ბუდაპეშტი’ 2:1 დაამარცხა, იმის მიუხედავად, რომ თავიდან აგებდა. ქართველმა ფორვარდმა 86-ე წუთამდე ითამაშა.

ზივზივაძეს კონკრეტულად სათასო ტურნირზე 3 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ბერიძეს 4 შეხვედრაში - 6. უნგრეთის თასის ფინალი 3 მაისს გაიმართება და აუცილებლად ქართველი ფეხბურთელი მოიგებს, ოღონდ გასარკვევია - რომელი.

0.112024