საქართველოს ნაკრების მცველის, სოლომონ კვირკველიას მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია. 29 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლოს „როტორთან“ საიჯარო კონტრაქტი ეწურება, მაგრამ გუნდის მთავარი მწვრთნელი იური ბატურენკო მის შენარჩუნებას აპირებს.
როგორც ბატურენკომ აღნიშნა, კვირკველიას შენარჩუნებას ეცდება, მაგრამ ამისთვის საჭიროა, „როტორი“ პრემიერლიგაში დარჩეს:
„ვეცდები კვირკველია „როტორში“ შევინარჩუნო, მაგრამ ჯერ ამაზე არ გვილაპარაკია. ახლა მთავარია, პრემიერლიგაში ადვილი შევინარჩუნოთ, შემდეგ კი ვიმუშავებთ. ჩვენს მენეჯმენტს ფეხბურთი ძალიან უყვარს და ყველაფერს აკეთებს გუნდის გასაზრდელად“, - თქვა ბატურენკომ.
მიმდინარე სეზონში კვირკველიას 14 უგოლო მატჩი აქვს ჩატარებული, მისი სატრანსფერო უფლებელი მოსკოვის „ლოკომოტივს“ ეკუთვნის. „როტორი“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 18 ქულით მე-14 ადგილზეა და ამ დროისთვის პლეი-აუტის ზონაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გავარდება როტორი იმიტომ რომ ძალიან მძიმე კალენდარი აქვს და 1 ქულაც რომ აიღოს ეგეც სასწაულიმ იქნება და ამასობაში უფა 1 ქულითღა ჩამორჩება და აუცილებლად გადაუსწრებს და როტორი კი გადასასვლელი თამაშების გარეშე პირდაპირ გავარდება
საინტერესოა ლესტერზე და პრემიერ ლიგაზე უარი როგორ თქვა ? ფულის გამო აკეთებენ თუ რუსი ქალების თუ ენის ბარიერის და მეტი შრომის ეშინიათ ? გაუგებარია.
პირველრიგში ალბათ ფული, რუსეთში იმდენს კი იხდიან რომ ევროპაში მხოლოდ გრანდებსღა თუ ჩამორჩებიან, მერე კი ჩვენ შორიდან კი ვამჩნევთ რომ ევროპული კარიერა სპორტული თვალსაზრისით უფრო საინტერესოა, მაგრამ თავად ფეხბურთლები ამას ნაკლებად გრძნობენ, რადგან არაფერი აკლიათ რუსეთში, ცხოვრობენ ჰარმონიაში, მოხსნილია ენის ბარიერი, გულაობა და მთელი ამბები
ადრე თუ ტობოლი იყო ჩვენი თავშესაფარი ეხლა, როტორმა ჩაანაცვლა
სტალინგრადი მაინც უფრო ქართული თემაა, თან ახლოსაა