კალათბურთი

10:07 | 15.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძემ 11 წუთი ითამაშა - "ინდიანამ" "ჰიუსტონს" აჯობა (+VIDEO)

ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ჰიუსტონ როკეტსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 8-ქულიანი სხვაობით 124:132 დაამარცხა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი ორი პერიოდი მოიგო და მიუხედავად იმისა, რომ მესამე და მეოთხე პერიოდები დათმო, გამარჯვება მაინც მოიპოვა.

აღნიშნულ შეხვედრაში ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 11:09 წუთი გაატარა და „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ ჩატარებული უქულო მატჩის შემდგომ, საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა ჩაატარა. გოგამ 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

ყველაზე მეტი ქულა „ჰიუსტონის“ კალათბურთელმა ჯონ უოლმა ჩააგდო. 30 წლის ამერიკელმა 35:57 წუთში 31 ქულა, 3 მოხსნა 9 პასი და 2 დაფარება მიითვალა. „ინდიანადან“ კი კარის ლევერტი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 30 წუთში 27 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი შესძინა.

ორმაგი დუბლით ოთხი კალათბურთელი - კელი ოლინიკი („ჰიუსტონი“), კრისტიან ვუდი („ჰიუსტონი“), მალკომ ბროგდონი („ინდიანა“) და დომანტას საბონისი („ინდიანა“) გამოირჩნენ.

„პეისერსს“ 26 მოგების საწინააღმდეგოდ 28 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები 16 აპრილს, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.134901