კალათბურთი

23:30 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია ტრავმის შემდეგ ევროლიგაში 11 ქულით დაბრუნდა

მოსკოვის ცსკა-მ ევროლიგის რეგულარულ სეზონში 25-ე ტურის გამოტოვებული შეხვედრა ჩაატარა და ათენის „პანათინაიკოსს“ დაძაბულ ბრძოლაში 93:86 აჯობა. ეს შეხვედრა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით არაფერს წყვეტდა, რადგან ცსკა-ს მეორე ადგილი უკვე განაღდებული ჰქონდა, ხოლო ბერძნებს პლეი-ოფში გასვლის შანსი არ გააჩნდათ.

თვალის ტრავმის შემდეგ თორნიკე შენგელია პარკეტზე დაბრუნდა. ქართველმა კალათბურთელმა 27:29 წუთში 11 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ერთი სამქულიანი კი ააცილა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 14-ს გაუტოლდა.

ცსკა-ში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო 18 ქულით, ბერძენთა რიგებში კიიოანის პაპარეტრუ 15 ქულით და 5 მოხსნით გამოირჩა.

მოსკოვის ცსკა-მ რეგულარული სეზონი მეორე ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში სტამბოლის „ფენერბახჩეს“ შეხვდება. პლეი-ოფის პირველი მატჩი 21 აპრილს გაიმართება.

0.11804