ფეხბურთი

23:00 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერ იუნაიტედი" ვარანის დამატებას შეეცდება

"მანჩესტერ იუნაიტედი" საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველის რაფაელ ვარანის დამატებას მესამედ შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს. როგორც ინგლისური გამოცემა იუწყება, ფრანგს "სამეფო კლუბში" თამაში არ სურს და გუნდის დატოვებას აპირებს.

მადრიდელები ფეხბურთელის სანაცვლოდ 60 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვენ. ინგლისელები კი მზად არიან მოლაპარაკება დაიწყონ. "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველად ვარანის დამატება 2011 წელს სცადეს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონს ფეხბურთელის გადაბირება "ლანსიდან" სურდა, თუმცა მაშინ ზინედინ ზიდანმა ვარანი დაარწმუნა და "რეალში" გადავიდა. 2017 წელს ინგლისელებმა კვლავ მოინდომეს ტრანსფერი განხორციელება, თუმცა ვერ განახორციელეს და "ბენფიკადან" ვიქტორ ლინდელოფი დაიმატეს.

ვარანი "რეალში" 2011 წელს გადავიდა. მას შემდეგ რაფაელმა 355 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა. "რეალში" თამაშის პერიოდში ფრანგმა ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, ხოლო ესპანეთის ჩემპიონი სამჯერ გახდა.

0.112886