არგენტინელმა თავდამსხმელმა სერხიო აგუეროს შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს. როგორც El Chiringuito იუწყება, ტურინის "იუვენტუსმა" სამხრეთამერიკელს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია აგუეროს პოზიცია აღნიშნულ შეთავაზებაზე.
სერხიო "მანჩესტერ სიტის" მიმდინარე სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ევროპული მედიის ინფორმაციით ფეხბურთელს ლიონელ მესის გვერდით სურს თამაში "ბარსელონას" რიგებში და მისმა აგენტმა "ბლაუგრანასთან" მოლაპარაკება უკვე დაიწყო.
მიმდინარე სეზონში აგუერომ ყველა ტურნირზე ჯამში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა.