ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნეიმარმა დაადასტურა, რომ ჭორების მიუხედავად არ აპირებს "პარი სენ ჟერმენის" დატოვებას და კონტრაქტის გახანგრძლიბეას აპირებს. ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული.
"კონტრაქტის განახლება? ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ცხადია პსჟ-ში თავს კომფორტულად ვგრძნობ და აქ ჩემი სახლია. თავს ახლა უფრო ბედნიერად ვგრძნოდ, ვიდრე აქამდე." - ციტირებს ESPN Brazil-ი ნეიმარის სიტყვებს.
სამხრეთამერიკელი პარიზულ გრანდში 2017 წელს გადავიდა. მას შემდეგ ნეიმარმა პსჟ-ს მაისურით 107 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 83 გოლი და 49 საგოლე გადაცემა შეასრულა.