ფეხბურთი

19:27 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ოვერმარსმა "აიაქსის" მხრიდან კვარაცხელიას მიმართ შესაძლო ინტერესზე კომენტარი გააკეთა

ამსტერდამის „აიაქსის“ სპორტულმა დირექტორმა მარკ ოვერმარსმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ შესაძლო ინტერესზე პირველი კომენტარი გააკეთა. ნიდერლანდელმა მენეჯერმა რუსულ მედიაში გავრცელებული ცნობა, თითქოს ხვიჩას აგენტ მამუკა ჯუღელთან შეხვედრას აპირებს, უარყო.

„არა, ასე არ არის. „აიაქსი“ დაინტერესებული არ არის კვარაცხელიათი. „რუბინთან“ რაიმე მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ“, - ციტირებს რუსული მედია ოვერმარსის სიტყვებს.

მოგეხსენებათ, კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მონაცემებით 5 მილიონი ევროთი გაძვირდა და ახლა ჩვენებური 15 მილიონ ევროდ ფასობს, „რუბინი“ კი მასში სავარაუდოდ უფრო მეტსაც მოითხოვს.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო „რუბინში“ მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში თავი 4 გოლით, ამდენივე საგოლე პასითა და მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. ქართველ შემტევს ბოლო დროს „მილანს“, „იუვენტუსს“, „ბაიერნს“ და „დორტმუნდს“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122683