კალათბურთი

10:25 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის ნეგატიური თამაში: 0 ქულა და "ინდიანას" მარცხი "კლიპერსთან"

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსმა“ ლოს ანჯელეს „კლიპერსს“ უმასპინძლა და სამმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ ბოლო პერიოდი ინდიანაპოლისელებმა 8 ქულით დათმეს და საბოლოოდ 115:126 წააგეს.

ქართველ ცენტრს ბოლო პერიოდში წარმატებული თამაშები ჰქონდა, მაგრამ ამჯერად გოგამ თავი ვერაფრით გამოიჩინა. ბითაძემ 11:18 წუთი ითამაშა და ამ დროში მხოლოდ 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან 2 ორქულიანი და 2 სამქულიანი ააცილა, შედეგად მატჩი უქულოდ დაასრულა.

„ინდიანაში“ საუკეთესო მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელმაც 29 ქულა, 4 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, ხოლო „კლიპერსში“ პოლ ჯორჯის ანგარიშზე 36 ქულა, 8 მოხსნა და 7 პასი გახლდათ.

„ინდიანა პეისერსი“ 25 გამარჯვებით და 28 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 აპრილს, „ჰიუსტონ როკეტსთან“ გამართავს.

0.139579