„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელმა ნეიმარმა „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ნახევარმცველის განცხადებით, ძალიან ბედნიერია, რადგან ტურნირიდან მოქმედი ჩემპიონის გაგდება მოახერხეს.
„დამარცხების მიუხედავად ბედნიერი ვარ, დიდი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ჩვენც შესანიშნავი გუნდი ვართ და ეს ვაჩვენეთ. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი დავამარცხეთ. მიზანს მივაღწიეთ, ახლა ნახევარფინალში ვართ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, რომ უკეთესები გავხდეთ. ბევრი საგოლე მომენტი გავაცუდე, მაგრამ არ ვღელავ, რადგან ბედნიერი ვარ ნახევარფინალში გასვლით. პსჟ შესანიშნავი გუნდია“, - თქვა ნეიმარმა,
შეგახსენებთ, ნეიმარი „ბაიერნთან“ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. პსჟ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.