კალათბურთი

1:35 | 14.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 15 ქულა მადრიდის "რეალთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას 31-ე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ მადრიდის „რეალს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 76:84 დამარცხდა. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, მატჩის ბედი კი მესამე პერიოდმა გადაწყვიტა, რომელიც მადრიდელებმა 10 ქულით მოიგეს და თამაშში გარდატეხა შეიტანეს.

გიორგი შერმადინმა 21:06 წუთში საკუთარ გუნდს 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი შესძინა. გიორგიმ 9-დან 5 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15 გამოდგა. ქართველი ცენტრი შეხვედრას 5 ფოლის გამო ნაადრევად გამოეთიშა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი ნიკო ლაპროვიტოლა იყო, რომელმაც 21 ქულა და 9 პასი მიითვალა, რითაც თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

„ლენოვო ტენერიფე“ 23 გამარჯვებით და 6 მარცხით მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო ტურში კი 18 აპრილს, მალაგას „უნიკახას“ უმასპინძლებს.

0.118063