ფეხბურთი

19:27 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "პსჟ-მ "ბაიერნთან" გასული წლების შეცდომები არ უნდა გაიმეოროს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „პარი სენ ჟერმენისა“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მატჩის შესახებ მოსაზრება დააფიქსირა. ფრანგი სპეციალისტის აზრით, პსჟ-მ არ უნდა დაუშვას ის შეცდომები, რაც გასულ წლებში ხშირად ახასიათებდა.

„პირველი მატჩის წინ „ბაიერნი“ ფავორიტი იყო, მაგრამ 3:2-ზე გერმანელებს აუცილებლად დასაქმბექებელი აქვთ. პსჟ-მ წინა წლების შეცდომები არ უნდა დაუშვას, როდესაც ხშირად პირველ მატჩებს კარგად ატარდებდა, მაგრამ მეორე შეხვედრებში უჭირდა. ამ თამაშში გადამწყვეტი უფრო გონებრივი დამოკიდებულება იქნება, ვიდრე ფიზიკური მონაცემები. ჩემი აზრით, პარიზელებმა უკნიდან უნდა ითამაშონ, „ბაიერნს“ ბურთი დაუთმონ და კონტრშეტევებზე გააკეთონ აქცენტი. მჯერა, რომ ეს ყველაზე მარტივი გამოსავალია“, - თქვა სანიოლმა RTL-ს ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს კარიერის საუკეთესო წლები სწორედ „ბაიერნში“ აქვს გატარებული (2000-2008), ხოლო 2017 წელს სამწრვთნელო შტაბშიც მუშაობდა და ერთ მატჩში მთავარი მწვრთნელის პოსტსაც იკავებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117179