ზაფხულში მიონხენგლადბახის „ბორუსიის“ მთავარი მწვრთნელი, მარკო როზე, დორტმუნდში გადაბარგებას აპირებს. მის მაგიერ კი გლადბახელებს „აინტრახტის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, ადოლფ (ადი) ჰიუტერი გაწვრთნის. მისი კონტრაქტი სამწლიანი იქნება - გვამცნობს „გლადბახის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.
ჰიუტერი „აინტრახტს“ 2018 წლიდან წვრთნის. მისი თავკაცობით ფრანკფურტელები 2018-19 წლების ევროპა ლიგის ნახევარფინალში გავიდნენ.
ადრე ადოლფი „იანგ ბოიზში,“ „ზალცბურგში“ და სხვა ავსტრიულ კლუბებში მუშაობდა.