ფეხბურთი

14:23 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მოიშორე რონალდუ“ - ურჩევდა ალეგრი „იუვენტუსის“ პრეზიდენტს

Football Italia-მ გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ „იუვენტუსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი, კლუბის პრეზიდენტ ანდრეა ანიელის რონალდუს გუნდიდან გაშვებას ურჩევდა.

ტურინიდან წასვლის წელს, 2019-ში, ალეგრიმ უთხრა ანიელის, რონალდუ გუნდიდან გაეშვა. მაშინ კრიშტიანუს მხოლოდ ერთი სეზონი ჩაეტარებინა „ბებერი ქალბატონის“ მაისურით.

„მოიშორე რონალდუ, ის გუნდს განვითარების საშუალებას არ აძლევს.“ - ამბობდა ალეგრი.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსიდან“ წასვლის შემდეგ, ალეგრი უმუშევრადაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111858