ფეხბურთი

11:52 | 13.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ფლორენტინო პერესი ისევ „რეალის“ პრეზიდენტია

13 აპრილს ფლორენტინო პერესი ავტომატურად აირჩიეს „რეალის“ პრეზიდენტად - წერს AS.

წყაროს ცნობით, 74 წლის პერესი ერთადერთი კანდიდატი იყო არჩევნებისას. ამიტომ ხმის მიცემის პროცედურა არც ჩატარებულა.

პერესი „სამეფო კლუბს“ 2025 წლამდე უხელმძღვანელწებს. ის „რეალს“ უკვე 12 წელიწადია პრეზიდენტობს.

ადრე ესპანური მედია წერდა, რომ მრავალწლიანი პრეზიდენტის კონკურენტი არჩევნებზე ბიზნესმენი ენრიკე რიკელმე იქნებოდა, მაგრამ ვარაუდი არ გამართლდა.

0.109945