ევროლიგის რეგულარული სეზონი დასრულდა, რის შედეგადაც გაირკვა რვავე გუნდი, რომელიც პლეი-ოფში ითამაშებს. თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ „ბარსელონას“ ჩამორჩა.
მოსკოველები მეოთხედფინალში რეგულარული სეზონის მეშვიდეადგილოსან სტამბოლის „ფენერბახჩეს“ შეხვდება. წყვილებში გამარჯვებული ოთხი გუნდი მომდევნო ეტაპზე, კონკრეტულად კი ოთხთა ფინალში გააგრძელებს ასპარეზობას.
„ბარსელონა“ (ესპანეთი) – „ზენიტი“ (რუსეთი)
ცსკა (რუსეთი) – „ფენერბახჩე“ (თურქეთი)
„მილანო“ (იტალია) – „ბაიერნი“ (გერმანია)
„ანადოლუ ეფესი“ (თურქეთი) – „რეალი“ (ესპანეთი)
თითოეული სერია სამ მოგებამდე გაგრძელდება და მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 20-21 აპრილს გაიმართება.