საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში თელავში დასრულდა, სადაც ადგილობრივი გუნდი გორის „დილას“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.
ანდრეი დემჩენკოს გუნდი უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. ანგარიში 32-ე წუთზე ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თორნიკე კაპანაძემ პენალტით სხვაობა გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
გორის „დილა“ 14 ქულით მესამე-მეოთხე ადგილებს თბილისის „ლოკომოტივთან“ იყოფს, ხოლო „თელავს“ 6 ქულა აქვს და მეშვიდე-მერვე ადგილებზეა წყალტუბოს „სამგურალთან“ ერთად.
„თელავი“ – „დილა“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ბიძინაშვილი (32), 0:2 კაპანაძე (90, პენ)