ფეხბურთი

19:29 | 12.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ევროშესარჩევი რუსეთში მარცხით დაასრულა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი დაასრულა. ავთანდილ ასათიანის გუნდი სტუმრად მსოფლიოს მოქმედ ვიცე-ჩემპიონ და ძალიან ძლიერ რუსეთის ნაკრებს ესტუმრა.

ასათიანმა გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ათამაშა და რუსებმა ადვილად 3:0 მოიგეს. მასპინძლები უკვე მესამე წუთზე ორბურთიან უპირატესობას ფლობდნენ და ნათელი იყო, რომ გამარჯვების მოპოვება არ გაუჭირდებოდათ. საქართველომ ჯგუფში ორივე თამაში რუსეთთან წააგო, საბოლოოდ კი ასპარეზობა 10 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად ჯერ კიდევ წინა ტურში მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონატი 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლამდე ნიდერლანდებში ჩატარდება და მასში 16 გუნდი (მათ შორის, საქართველო) მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფური ეტაპის წილისყრის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთი - საქართველო 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 რობინიო (2), 2:0 აფანასიევი (3), 3:0 აფანასიევი (24)

0.107412