ფეხბურთი

23:56 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა ჰოლანდისთვის ხელფასის სახით კვირაში 1 მილიონ ევროს ითხოვს

გერმანული „დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი დიდი ალბათობით, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ევროპულ გრანდში გადავა, მაგრამ ჯერჯერობით მინო რაიოლას გადაწყვეტილება არ მიუღია.

იტალიური წარმოშობის ნიდერლანდელი აგენტი თავისი კლიენტისთვის გასაოცარ კონტრაქტს ითხოვს. The Mirror-ის ცნობით, რაიოლას მოთხოვნაა, რომ ჰოლანდის ხელფასი კვირაში არც მეტი, არც ნაკლები - 1 მილიონი ევრო იყოს!

თუ ამ პირობებს რომელიმე გუნდი დათანხმდება, ნორვეგიელი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდება, რომლის გასამრჯელო კვირაში 1 მილიონი ევრო იქნება (წელიწადში 55 მილიონი). მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში, ცხადია, 20 წლის შემტევი მოსფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეც გახდება.

საინტერესოა, რომ ცოტა ხნის წინ რაიოლა „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტებს შეხვდა ფეხბურთელის მამასთან, ალფ-ინგე ჰოლანდთან ერთად.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში 33 გოლი გაიტანა და 10-ჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.115185