ფეხბურთი

18:17 | 11.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" "შუქურასთან" ქულა გადაარჩინა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მერვე ტურში თბილისის „საბურთალომ“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა და გულშემატკივარმა ძალიან საინტერესო შეხვედრა იხილა.

სტუმრებმა ძალიან კარგად დაიწყეს და ერთი საათის თავზე ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს. ჯერ მიშიკო სარდალიშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ მუსელიანმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

თუმცა, „საბურთალო“ არ დანებდა და ერთწუთიან ინტერვალში გათანაბრება მოახერხა. 74-ე და 75-ე წუთებზე იური ტაბატაძემ დუბლი გაიფორმა და თბილისელებს ქულა გადაურჩინა.

„საბურთალო“ 11 ქულით ამ დროისთვის მესამე ადგილზეა, ხოლო „შუქურას“ 9 ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

„საბურთალო“ – „შუქურა“ 2:2 (0:1)

გოლები: 0:1 სარდალიშვილი (11), 0:2 მუსელიანი (60), 1:2 ტაბატაძე (74), 2:2 ტაბატაძე (75)

0.111341