ფეხბურთი

22:46 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიჟმაჟი „ლიდსი“ და შესანიშნავი ტრენტი

„დორტმუნდთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალური მატჩის წინ, „მანჩესტერ სიტიმ“ შინ სენსაციურად წააგო გიჟმაჟ „ლიდსთან.“ მანამდე ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებს ბოლო 28 მატჩიდან 27 მოეგოთ და როცა სტუმარმა სტიუარტ დალასმა ანგარიში გახსნა, ჯერ კიდევ რჩებოდა იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, მით უმეტეს, რომ ტაიმის ბოლოს მსაჯმა მინდვრიდან ლიამ კუპერი გაისტუმრა.

შესვენების შემდეგ, ცხადია, ტრადიციულად ბურთს მასპინძლები აკონტროლებდნენ. კაცნაკლული ლიდსელები კი ყოჩაღად იცავდნენ თავს, რამდენჯერმე გაიბრწყინა მათმა მეკარე ილიან მელიემ.

დამთავრებამდე 15 წუთით ადრე ფერნან ტორესმა გაათანაბრა. მაგრამ კერკეტი სტუმრები არ დაბნეულან და უკვე წამატებულ წუთებზე სტიუარტ დალასმა გამარჯვებისა შეაგდო.

მერე პეპ გვარდიოლამ, თქვა: ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება. კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და თიქმის მყისვე გავუშვით გოლი. ახლა დასვენება გვჭირდება, რათა „დორტმუნდთან“ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადოთო.

ლიდსელთა დამრიგებელმა, მარსელო ბიელსამ კი BBC-ს შემდეგი განუცხადა: „სგავიმარჯვეთ, მაგრამ არც „სიტი“ იმსახურებდა მარცხს. ასეთი პარადოქსული სიტუაციაა. მოწინააღმდეგეს სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ თავდადებულად ვირჯებოდით და ამან გაგვამარჯვებინა.“

„ლივერპულმა“ ექვსმატჩიანი საშინაო მოუგებელი სერია შეწყვიტა. „ენფილდზე“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა. მოგეხსენებათ, პირველი წრის შეხვედრაში ბირმინგემელებმა მერსისაიდელებს 7:2 მოუგეს და ცხადია, მასპინძელთა მხრიდან რევანშის სურვილი დიდი იყო.

მაგრამ ანგარიში 43-ე წუთზე სტუმარმა ოლი უოტკინსმა გახსნა. კაცმა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ჰეთ - თრიქი შეასრულა.

57-ე წუთზე მო სალაჰმა გაათანაბრა. უკვე დამატებულ წუთებზე კი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა უმნიშვნელოვანესი შესანიშნავი გოლი გაიტანა შორეულ კუთხეში.

„ლივერპულმა“ 52 ქულა მოაგროვა და მეხუთე ადგილზეა.

„პირველ ტაიმში უპირტესობას ვფლობდით, მაგრამ ერთი შეცდომა დავუშვით და გოლი მივიღეთ. შესვენებისას, მოგეხსენებათ, გასახდელში ამაღლებული განწყობა არ ყოფილა, მაგრამ, ისიც ფაქტია, რომ ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაცია არ სჭირდებოდათ.

დაცვაში ყურადღებით ვითამაშეთ და დიდებული გამარჯვების გოლი გავიტანეთ. ეს გამარჯვება და სამი ქულა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის. ახლა სხვა გუნდებზეც უნდა გავაძლიეროთ ზეწოლა. ყველამ იცის, რა შეგვიძლია, როცა დავიქოქებით“ - ციტირებს იურგენ კლოპის სიტყვებს Sky Sports.

„ლივერპული“ მეოთხე ადგილზე ოდენ ორიოდ საათი იდგა, მერე „ჩელსიმ“ სტუმრად „კრისტალ პალასი“ 1:4 გაანადგურა და ისევ საჩემპიონთალიგო ადგილი დაიკავა.

დუბლი მიითვალა კრისტიან პულიშიჩმა. 21 წლის კაი ჰავერცმა კი შარშანდელი ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოიჩინა თავი.

ინგლისი

პრემიერლიგა. 31-ე ტური. 10 აპრილი

სიტი - ლიდსი 1:2

მანჩესტერი. „ეტიჰადი“

0:1 დალასი (42), 1:1 ტორესი (76), 1:2 დალასი (90+1)

სიტი: ედერსონი, კანსელუ, აკე (გიუნდოგანი 58), სტოუნზი, მენდი (ფოდენი 74), ზინჩენკო, ფერნანდინიო, ტორესი, ბერნარდუ სილვა, სტერლინგი, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

ლიდსი: მელიე, ეილინგი, კუპერი, ალიოსკი, ლორენტე, დალასი, რობერტსი (კოხი 63), ელდერ კოშტა, რაფინია (შეკლტონი 90+7), ფილიპსი, ბემფორდი (სტრუიკი 45+3)

მწვრთნელი: მარსელო ბიელსა

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: აკე (35), ბერნარდუ სილვა (84), ფერნანდინიო (90+3); ალისონი (66)

გაძევება: ლუპერი (45+1)

ლივერპული - ასტონ ვილა 2:1

ლივერპული. „ენფილდი“

0:1 უოტკინსი (43), 1:1 სალაჰი (57), 2:1 ალექსანდერ-არნოლდი (90+1)

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, ქაბაქი (შაჩირი 88), რობერტსონი, ფაბინიო, მილნერი, ვეინალდუმი (ალკანტარა 70), სალაჰი, ჟოტა, ფირმინო (მანე 75)

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

ასტონ ვილა: მარტინესი, კეში, კონსა, მინგსი, თარგეტი, ნაკამბა (ბარკლი 66), დუგლას ლუისი, მაკგინი, ტრაორე (ელ-ღაზი 68), მაჰმუდ ტრეზეგე (ჯეიკობ რემზი 81), უოტკინსი

მწვრთნელი: დინ სმიტი

მსაჯი: პოლ ტირნი

გაფრთხილება: მილნერი (65), რობერტსონი (74); კონსა (24), დუგლას ლუისი (49), თარგეტი (73), უოტკინსი (85)

კრისტალ პალასი - ჩელსი 1:4

ლონდონი. „სელჰერსტ პარკი“

0:1 ჰავერცი (8), 0:2 პულიშიჩი (10), 0:3 ზუმა (30), 1:3 ბენტეკე (63), 1:4 პულიშიჩი (78)

კრისტალ პალასი: გუაიტა, უორდი, ვან ანჰოლტი, კუაიატე, კეჰილი, მილივოევიჩი, აიუ (თაუნსენდი 76), ეზე (შლუპი 59), რიდევალდი (მაკარტი 59), ზაჰა, ბენტეკე

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

ჩელსი: მენდი, რიუდიგერი, ზუმა, ასპილიკუეტა, ჟორჟინიო (კანტე 61), კოვაჩიჩი (ზიეში 83), ჰადსონ-ოდოი (ჯეიმსი 76), ჩილუელი, პულიშიჩი, მაუნტი, ჰავერცი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: კუაიატე (29)

0.120384