საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი კალიარის ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშა. 29 წლის ქართველი სერბ ლასლო დიერეს დაუპირისპირდა ორ სეტში იოლად წააგო.
ნიკოლოზმა 53-წუთიან შეხვედრაში მხოლოდ ორი გეიმი მოიგო და საბოლოოდ, 2:6, 0:6 დამარცხდა. ამრიგად, ფინალს მიღმა დარჩა და ამ ეტაპზე კარიერაში მეხუთე ტურნირის მოგების შანსი გაანიავა.
ნიკოლოზს შეხვედრა არც ისე ცუდად დაუწყია, მაგრამ პირველ სეტში 3:2-ზე სერბმა ბრეიკი შეასრულა და მას მერე ზედიზედ 9 გეიმი მოიგო.
ბასილაშვილი კალარის ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ მონტე კარლოს მასტერსში ჩაერთვება, სადაც პირველი მეტოქედ კიდევ ერთი სერბი, ფილიპ კრაინოვიჩი ეყოლება.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ლასლო დიერე 0:2 (2:6, 0:6)