ფეხბურთი

16:57 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ და "იუვენტუსი" ფეხბურთელების გაცვლაზე ფიქრობენ

„პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი მაურო იკარდი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. L’Equipe-ს ცნობით, არგენტინელი ფორვარდი პარიზში უკმაყოფილოა და სერია A-ში დაბრუნება ძალია უნდა.

ბოლო პერიოდში იტალიური მედია აქტიურად წერს პაულო დიბალასთან შესაძლოა ბარტერის შესახებ. „იუვენტუსს“ არგენტინელი შემტევის გასხვისება სურს, რადგან მას 2022 წელს კონტრაქტი ეწურება და მისი უფასოდ დაკარგვის ეშინიათ. ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი კი პსჟ-ში გაშვება და სანაცვლოდ იკარდის დამატებაა.

გარდა ამისა, მაუროს „რომასაც“ უკავშირებენ, რომელიც ედინ ჯეკოს შემცვლელს ეძებს და სამხრეთ ამერიკელი შესაძლოა იდეალური ვარიანტიც იყო. „ეკიპი“ პრემიერლიგაში გადასვლის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდი პსჟ-ში 2019 წელს მილანის „ინტერიდან“ გადავიდა და დღემდე 53 მატჩში 27 გოლის გატანა მოახერხა.

0.111926