ფეხბურთი

15:57 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ვალდანო: "სანტიაგო ბერნაბეუსთან" შედარებით "ენფილდი" სავარჯიშო მოედანი იქნება"

ინგლისის „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „რეალთან“ მატჩის შემდეგ ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონი დაიწუნა და მას სავარჯიშო მოედანი უწოდა.

გერმანელს „რეალის“ მენეჯერმა ხორხე ვალდანომ უპასუხა. არგენტინელმა Onda Cero-სთან ილაპარაკა და საინტერესო განცხადებაც გააკეთა:

„გასათვალისწინებელია, რომ „რეალის“ არჩევანი ვალდებებასთან დაკავშირებით, არ არის კონკურენტებთან უპირატესობის მისაღებად. ცარიელი „სანტიაგო ბერნაბეუც“ სტადიონია, რომელიც ჩვენ მაინც უპირატესობას მოგვცემდა, ამიტომ, სათამაშო ადგილის შეცვლით თუ ვინმემ რამე დაკარგა, ეს „რეალია“. კლოპის სიტყვები? როდესაც „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია დასრულდება, „ენფლდი“ სავარჯიში მოედნად მოგეჩვენებათ“, - თქვა ვალდანომ.

შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ „ლივერპულს“ შინ 3:1 მოუგო, ხოლო საპასუხო მატჩი 14 აპრილს ინგლისში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107936