ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „ორლანდო მეჯიქს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 111:106 დაამარცხა. სტუმრებმა მეორე პერიოდი 10 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაში ამ მონაკვეთმა დიდი როლი ითამაშა.
გოგა ბითაძემ 15:19 წუთში 5 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში) და 2 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია. მან პარკეტზე გატარებულ დროში 4 ჯარიმა მიიღო.
„ინდიანაში“ საუკეთესო დომანტას საბონისი იყო, რომელმაც 16 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი დააგროვა, ხოლო „ორლანდოში“ ტერენს როსი 24 ქულით და 4 მოხსნით გამოირჩა.
„ინდიანა პეისერსი“ 24 გამარჯვებით და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 12 აპრილს, სტუმრად „მემფის გრიზლის“ დაუპირისპირდება.