ფეხბურთი

11:45 | 10.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე როსი კორონავირუსით დაინფიცირდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი და ვეტერანი ფეხბურთელი დანიელე დე როსი კორონავირუსით დაინფიცირდა. „რომას“ ყოფილი ნახევარმცველი რომის საავადმყოფო Spallanzani-ში მოხვდა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

Sky Sport-ი იტყობინება, რომ დე როსი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ჰოსპიტალიზაცია სიფრთხილის მიზნით განხორციელდა.

დე როსი სავარაუდოდ იტალიის ნაკრებში დაინფიცირდა, რადგან ჯერ კიდევ მარტის სანაკრებო შეკრებაზე „სკუადრა აძურას“ რიგებში კოვიდ-აფეთქება მოხდა. თავიდან სტაფის ოთხი წევრი დაინფიცირდა, ხოლო მოგგიანებით ვირუსი რამდენიმე ფეხბურთელს დაუდასტურდა.

დე როსიმდე კორონავირუსი ფედერიკო ბერნარდესკის, ლეონარდო ბონუჩის, ალესიო კრანიოს, ალესანდრო ფლორენცის, ვინჩენცო გრიფოს, მატეო პესინას, სალვატორე სირიგუსა და მარკო ვერატის აღმოაჩნდათ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111089