ფეხბურთი

20:56 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩი "რეალში" დაბრუნდება

სერბეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი სეზონის დასრულების შემდეგ მადრიდის "რეალში" დაბრუნდება და კლუბთან საკუთარ მომავალზე მოლაპარებას გამართავს. ამჟამად ლუკა იჯარის წესით "აინტრახტში" თამაშობს.

"ყველამ იცის რომ მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი ვარ. სეზონის ბოლოს დავბრუნდები კლუბში და ლოგიკურია ჩემ მომავალთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გავმართავ. "აინტრახტი" კი ყოველთვის განსაკუთრებული კლუბი იქნება ჩემთვის." - განაცხადა იოვიჩმა.

"რეალმა" სერბი ფეხბურთელი მიმდინარე წლის დასაწყისში "აინტრახტში" გაანათხოვრა. ბუნდესლიგაში იოვიჩმა 12 მატჩი ჩაატარა და სამი გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113211