უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ ფეხბურთელების ასპარეზობიდან გამომდინარე სიმბოლური ნაკრები გამოავლინა.
საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი "ვილიარეალს" ჰყავს - ესპანური გუნდიდან ოთხი მოთამაშე გამოარჩიეს. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: პაუ ლოპესი ("რომა");
მცველები: აარონ ვან-ბისაკა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ხუან ფოიტი ("ვილიარეალი"), ვიქტორ ლინდელოფი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ტომაშ ჰოლეში ("სლავია");
ნახევარმცველები: ნიკოლა პეპე ("არსენალი"), დანიელ პარეხო ("ვილიარეალი"), ბრუნუ ფერნანდეში ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ალფონსო პედრესა ("ვილიარეალი");
თავდამსხმელები: დუშან ტადიჩი ("აიაქსი"), ჟერარ მორენო ('ვილიარეალი");