ფეხბურთი

16:55 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ვინისიუსი გამოარჩიეს

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ შემტევი ვინისიუს ჟუნიორი დასახელდა. ბრაზილიელმა ფორვარდმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

სამხრეთ ამერიკელმა „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელ კევინ დე ბრუინს, „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელ კილიან მბაპესა და „ჩელსის“ ნახევარმცველ ჟორჟინიოს აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, „ლივერპულის“ ორი გოლი გაუტანა, მისმა გუნდმა კი „წითლები 3:1 დაამარცხა.

0.113421