ფეხბურთი

11:10 | 9.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

დავიწყებული ჰუმელსი: კურიოზი "დორტმუნდის" ავტობუსში

„დორტმუნდის“ ავტობუსი ქალაქ კიოლნიდან მატს ჰუმელსის გარეშე გაემგზავრა. ეს სამი კვირის წინ მომხდარა, მაგრამ ახლა გახდა ცნობილი და ამის შესახებ Bild-ი წერს.

დორტმუნდსა და კიოლნს შორის მანძილი 100 კმ-ია და სატრანსპორტო კავშირის დეფიციტი ნამდვილად არ არსებობს. თუმცა, გერმანული მედიის გავრცელებული ცნობა მაინც კურიოზულია.

„კიოლნი“ – „დორტმუნდის“ მატჩის დასრულების შემდეგ სტუმრები შინ ავტობუსით დაბრუნდნენ, მაგრამ მასში ჰუმელსის არყოფნა ვერავინ შენიშნა. ამრიგად, „ბორუსიას“ ვიცე-კაპიტანს დორტმუნდში დაბრუნება ეულად, მანქანით მოუწია.

აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და დუბლი ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111353