ევროპა ლიგის მეოთხედფინალში „გრანადა“ – „მანჩესტერის“ მატჩის დასაწყისში მოედანზე შიშველი მამაკაცი შეიჭრა, იმის მიუხედავად, რომ თამაშზე ფანების დასწრება შეზღუდულია.
ერთ-ერთმა ადამიანმა „ლოს კარმენესის“ სტადიონზე მოხვედრა და მინდორზე შეჭრა როგორღაც მაინც მოახერხა. ეს თამაშის მე-6 წუთზე მოხდა, რის გამოც თამაში რამდენიმე წამით შეწყდა.
ცხადია, სტადიონის მომსახურე პერსონალმა გულშემატკივარი სიტუაციას სწრაფადვე განარიდა და თამაში მალევე განახლდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია