8 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა თვრამეტმა მოთამაშემ მიიღო. უახლოეს მატჩებისთვის ავთანდილ ასათიანის გუნდს ოთხი მოთამაშე გამოაკლდა, ტრავმის გამო ეროვნულ ნაკრებს ალექსანდრე ჯამბურია, არჩილ სებისკვერაძე, სიმი საიოტი და ნიკოლოზ კურტანიძე ვერ დაეხმარებიან.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომი-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (თსუ, თბილისი), ბექა ტყემალაძე (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი)
წინა ხაზი: გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), თემურ ეკიზაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ფუმასა (მუვუ, ლილი, საფრანგეთი), ირაკლი თოდუა (აელ ლიმასოლი, კვიპროსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნურ-სულთან, ყაზახეთი), ჯანიკო გიორგაია (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), ბინიო (ოსასუნა მაგნა, პამპლონა, ესპანეთი), შაგინია (რეალ ბეტისი, სევილია, ესპანეთი), ელისანდრო (რეალ სან-ჯუზეპე, იტალია), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი, თბილისი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), გიორგი ღავთაძე (კსუ, თბილისი), რონინიო (პროდექსიმ ხერსონი, უკრაინა), ბრუნო პეტრი (სალა გარსია, ბარსელონა, ესპანეთი)
ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე შეხვედრაში საქართველოს ფუტსალის ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 9 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. მატჩს, კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქართველი გულშემატკივარი შეზღუდული რაოდენობით დაესწრება. დარბაზში საერთო ტევადობის 30 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება. პირდაპირ რეპორტაჟს კი, საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში, საქართველო საფრანგეთის, სომხეთისა და რუსეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს. ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს შვიდი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. მეორე ჯგუფის დეტალური ცხრილი იხილეთ ბმულზე.
ევრო 2022-ის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის რვა გამარჯვებული და ექვსი საუკეთესო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს. კიდევ ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა, ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ რეიტინგის ბოლო ორ ნაკრებს შორის პლეი-ოფის სისტემით გაირკვევა. ფუტსალში ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ნიდერლანდები უმასპინძლებს.
GFF.GE