ფეხბურთი

20:42 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმის" დაუმარცხებელი სერია გრძელდება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური თელავში დასრულდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მაგრამ ნაანტრაქტევს გულშემატკივარმა გაცილებით საინტერესო ფეხბურთი იხილა. გია გეგუჩაძის გუნდმა ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაიტანა. ანგარიში ჯაბა ჯიღაურმა გახსნა, ასაც სანდრო ალთუნაშვილის გოლი მოჰყვა - 0:2.

მასპინძლებმა რატი არდაზიშვილის გოლით მალევე შეამცირეს სხვაობა და თამაში დაიძაბა. „თელავს“ ქულის გადარჩენა შეეძლო და საგოლე მომენტებიც შექმნა, მათ შორის ბოლო წამზე, მაგრამ ბათუმელები გოლს გადაურჩნენ.

საბოლოოდ 2:1 ზღვისპირელთა სასარგებლოდ. „დინამო ბათუმმა“ 15 ქულა დააგროვა, სეზონში ერთადერთი წაუგებელი გუნდია და მომდევნო შეხვედრას „სამგურალთან“ 12 აპრილს გამართავს. „თელავი“ კი 6 ქულით მეშვიდე ადგილზეა და წინ გორის „დილასთან“ დაპირისპირება ელის.

„თელავი“ – „დინამო ბათუმი“ 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ჯიღაური (59), 0:2 ალთუნაშვილი (61), 1:2 არდაზიშვილი (66)

0.114194