საფრანგეთის ღია ჩემპიონატი ერთი კვირით გვიან დაწყება. საჩოგბურთო ტურნირი 23 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. ეს ნიშნავს, რომ როლან გაროსსა და უიმბლდონს შორს შესვენება მხოლოდ ორი კვირა იქნება - გვამცნობს L’Equipe.
მაგრამ გადადება კოვიდსიტუაციის გართულების გამო არ გადაუწყვეტავთ. პირიქით, ივნისის დასაწყისში საფრანგეთში შესაძლოა კოვიდშეზღუდვები შემსუბუქდეს და ტრიბუნებზე მაყურებელიც დაუშვან, რაც ორგანიზატორებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.
ასეთ შემთხვევაში, შტუტგარტის, ჰერტოგენბოსხისა და ნოტინგემის ტურნირებიც გადაიდება, რომლებიც 7 ივნისს უნდა დაწყებულიყო. საფრანგეთის ჩოგბურთის ფედერაცია მათ კომპენსაციას გადაუხდის.