ფეხბურთი

12:21 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნმა“ შინ 2019 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო

ოთხშაბათს, „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში, შინ „პარი სენ-ჟერმენთან“ 2:3 წააგო.

ეს საშინაო მარცხი პირველი აღმოჩნდა მიუნხენელებისთვის 2019 წლის ნოებრის შემდეგ. მანამდე მათ საკუთარ სტადიონზე ბოლოს ბუნდესლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში წააგეს 2019 წლის 30 ნოემბერს „ლევერკუზენთან“ – 1:2.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122406