ფეხბურთი

10:48 | 8.04.2021 | ნანახია [] - ჯერ

მბაპეს რეკორდი

ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნმა“ თოვლიან მიუნხენში „პარი სენ-ჟერმენთან“ 2:3 წააგო. სტუმართაგან დუბლი მიითვალა კილიან მბაპემ. ერთიც მარკინიოსმა გაიტანა.

უეფა თავის ოფიციალურ ტვიტერზე გვამცნობს, რომ პარიზელთა შემტევმა, მბაპემ, ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. ფრანგი პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში მერვედფინალის და მეოთხედფინალის გასვლით მატჩებში 5 ბურთი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133524